საკრებულოს სიახლეები
თებერვალი
დღეს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა, სადაც განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში;
2. ქ. დუშეთში, სამხედრო დასახლების მიმდებარედ არსებული 168 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ;
3. ქ. დუშეთში მდებარე 198 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შემდგომში რეალიზაციის მიზნით;
4. ქ. დუშეთში მდებარე 13 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის პრივატიზების საკითხი;
5. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოსხევში მდებარე 353 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების საკითხი, შემდგომში იჯარა/პრივატიზების მიზნით;
6. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახატანში მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #71.64.86.903) პრივატიზების შესახებ;
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელსოფელში მდებარე 2496 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზების შესახებ;
8. დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭართალში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #71.54.06.025), დანართის შესაბამისად განსაზღვრული, შენობა #2/1-ში მითითებული ფართის ეკომიგრანტი ოჯახისთსის გადაცემის საკითხი;
9. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ინოს ჭალაში მდებარე 17356 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (დანგრეული) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტაციის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, შემდგომში საქმიანი ეზოს მოწყობის მიზნით;
10. დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჟინვალში მდებარე 18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბუნებრივ რესურსებზე დამაგრების საკითხი.